ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მომავალი სასწავლო წლიდან ბსუ-ში ჩინური ენის სწავლება იწყება

სურათი

მომავალი სასწავლო წლიდან ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არჩევითი სასწავლო კურსის სტატუსით  ჩინური ენის სწავლება იწყება.  უკვე მომზადებულია შესაბამისი სასწავლო სილაბუსები. ჩინური ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სტუმრად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გურამ ჩიქოვანი, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორები, ასოც. პროფ. მარინე ჯიბლაძე და ასოც. პროფ. ჩე რუშანი იმყოფებოდნენ. კონფუცის ინსტიტუტი დაინტერესებულია ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჩინური ენის, ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის დაარსებასა და განვითარებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა