ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კონკურსი ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში ოთახი #213 (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) არიან სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები და სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა დისციპლინაში აქვთ 81 და მეტი ქულა;

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

 3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (დეკანის მიერ დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს);

თ) სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლობის დამადასტურებელი ცნობას, გაცემული შესაბამისი სამსახურის მიერ.

4. საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

   ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

   ბ) თუ კონკურსანტის მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

   გ) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

 დ) თუ კონკურსანტს დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

 ე) თუ კონკურსანტის აქვს ფინანსური დავალიანება.

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში 2016 წლის 24 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით.

 ბ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 05 ნოემბრის შემდეგ.

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა