ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რიგაში : „ მიღწევები უკაბელო და ოპტიკურ კომუნიკაციებში 2016“

სურათი

ლატვიაში,  ქალაქ რიგაში, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,მიღწევები უკაბელო და ოპტიკურ კომუნიკაციებში 2016“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მასწავლებელმა მირანდა ხაჯიშვილმა.  მომხსენებელი კონფერენციაზე წარსდგა შემდეგი საკითხით   „თხევადი გარემოს ფლუორესცენციის ანალიზის მეთოდების ზოგიერთი საკითხი“ (თანამომხსენებლები ნ. ღომიძე; ი. ჯაბნიძე, კ. მახარაძე). მირანდა ხაჯიშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით და მოხსენების ტექსტი კი სტატიის სახით აისახება მაღალრეიტინგულ ჟურნალში.

ფიზიკის დეპარტამენტის მასწავლებელი მირანდა ხაჯიშვილი რიგის საერთაშორისო კონფერენციაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2016 წლის ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების ფარგლებში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მან უკვე მეორედ მოიპოვა შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება, საერთო ჯამში ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტის ფარგლებში ოთხჯერ დაფინანსდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა