სააქტო დარბაზში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის V საერთაშორისო კონფერენცია და გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში ქართველი, ამერიკელი, რუსი, ირლანდიელი, თურქი, ირანელი მკვლევარები თანამედროვე მათემატიკის აქტუალურ საკითხებზე მუშაობდნენ. ასზე მეტი მოხსენება იყო წარმოდგენილი შემდეგ სექციებში: ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა, ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია, ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა, გამოყენებითი ლოგიკა და დაპროგრამება, დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები, თეორიული ფიზიკა. მათემატიკური განათლება და ისტორია, მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი, ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |