ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ღვაწლმოსილი მეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობა. აკადემიკოსმა გიორგი ჭოღოშვილმა მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის, მათემატიკის თანამედროვე დარგების - ტოპოლოგიისა და ჰომოლოგიური ალგებრის განვითარებაში. მკვლევარმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში აღიარებულ ქართულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სკოლას.
აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილს ძალისხმევით ბათუმი ცნობილ ტოპოლოგიურ ცენტრად ითვლება. მისი მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მათემატიკოსთა რამდენიმე თაობა აღიზარდა, რითაც მყარი საფუძველი შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე უნივერსიტეტის დასაარსებლად.
საიუბილეო სხდომა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |