შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე“ (#31/33 მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე) ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კატარღით გეგმიური გასვლაში ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სამინისტროს მეცნიერ-თანამშრომელმა მზია მუშკუდიანმა სტუდენტებს ჩაუტარა ერთსაათიანი პრაქტიკული ლექცია შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხზე. მათ ასევე გააცნო სანაპირო ზოლიდან სინჯების აღების, მისი დამუშავებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის წესები.
უკან |