ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის -„უნივერსიტეტისმართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროგაერთიანების გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში „მართვის თანამედროვე მეთოდების პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები მეთოდურ დახმარებას გაუწევენ უნივერსიტეტის პერსონალს მართვის ინტეგრირებული სისტემების ეფექტურ დანერგვაში, დისტანციური სწავლებისთვის მოდულების დიზაინის შემუშავებასა და გამოყენებაში. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და განათლების სამინისტროების 18-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა და პროექტის კოორდინატორებთან, კობლენც ლანდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორ სერგეი ჩერნიშენკოსთან, ბსუ-ს ასოცირებულ პროფესორ ლელა თურმანიძესთან ერთად საკონსკულტაციო ცენტრი გახსნა.
საკონსულტაციო ცენტრში ჩატარდება ტრენინგები ბსუ-ს პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის ფარგლებში მართვის თანამედროვე მეთოდების პროგრამული უზრუნველყოფის სასწავლო კურსში სტუდენტები ჩაერთვებიან.
პროექტის „530181-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-SMGR - Integrated University Management System: Eu Experience On Nis Countries’ Ground“ - „უნივერსიტეტისმართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროგაერთიანების გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში შემუშავდა მეთოდოლოგია, სადაც აღწერილია ცალკეული პარტნიორი ქვეყნისა და დაწესებულების ინტეგრირებული მართვის სისტემები და თავისებურებები, მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების შესახებ. პროექტში მონაწილე კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ინტეგრირებული მართვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შექმნაში.
ცენტრი კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტთან შეიქმნა და პროფესორი დავით დევაძე უხელმძღვანელებს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება პროექტის მონაწილეების ორდღიანი საკოორდინაციო შეხვედრა და დისკუსია. მომხსენებლები ევროკომისიის პროექტს შეაჯამებენ და ევროპული უნივერსიტეტების მაგალითზე ინტეგრირებული მართვის თავისებურებებთან ერთად, მის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
პროექტის მონაწილე უნივერსიტეტები და განათლების სამინისტროები:
1. კობლენც ლანდაუს უნივერსიტეტი, გერმანია
2. ლიუბლიანას მარი-კურიე სკლოდოვსკაიას უნივერსიტეტი, პოლონეთი
3. ლე-მანის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. ჰოლანდიის უნივერსიტეტების ქსელური გაერთიანება
6. უკრაინის სამთო აკადემია , უკრაინა
7. ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა
8. ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტი , ლვოვი უკრაინა
9. კიევის ტელეკომუნიკაციებისა ინსტიტუტი
10. სუმის უნივერსიტეტი
11. უკრაინის განათლების სამინისტრო
12. ბრესტის პუშკინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელორუსია
13. ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. ბელორუსიის განათლების სამინისტრო
15. მოლდოვეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
16. მოლდოვეთის განათლების სამინისტრო
17. ქუთაისის უნივერსიტეტი
18. საქართველოს განათლების სამინისტრო
უკან |