ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებს მორიგი გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ აბასთუმნის ობსერვატორიაში. მომავალმა ფიზიკოსებმა 40 სმ დიამეტრის მქონე ჭოგრიტით დაკვირვება აწარმოეს მთვარის კრატერებზე და იუპიტერის თანამგზავრებზე. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ აბასთუმნის ობსერვატორიის მუზეუმს. ღონისძიების ფარგლებში ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელმა სტუდენტებს შემეცნებით-ინფორმაციული ლექცია ჩაუტარა აბასთუმნის ობსერვატორიაში მიღწეულ წარმატებებსა და აღმოჩენებზე.
უკან |