ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს. ახალგაზრდები ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ქალაქ ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ და აღსაზრდელებს ტანსაცმელი, ტკბილეული, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
უკან |