ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჯემალ ხუბუას ღია ლექცია თემაზე: „ექსპერიმენტი - „ატლასი“

სურათი
CERN -  ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის წევრმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, პროფესორმა ჯემალ ხუბუამ ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: „ექსპერიმენტი - „ატლასი“. აღიარებულმა პროფესორმა ლექციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ლაბორატორიებში (დუბნა, ცერნი, ჟენევა) ქართველი მეცნიერების მუშაობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
  • ,,ატლასი“ექსპერიმენტი - გზა სტანდარტული მოდელის შესავსებად
  • „ჰიგს“ ნაწილაკი-მისი ძებნა, აღმოჩენა და მომავლის პერსპექტივები
  • სტანდარტულ მოდელს მიღმა ფიზიკა და მათი ძებნის გზები, კავშირები მიკრო და მაკრო სამყაროს ფიზიკას შორის - რა გველის მომავალში?
CERN (შვეიცარია, ჟენევა) მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მთავარი ფუნქციაა ატომური აქსელერეტორების მიწოდება მაღალი ენერგიის ფიზიკის კვლევებისთვის და უამრავი ექსპექრიმენტისთვის. აკეო-ში მიმდინარეობს მსოფლიოს უდიდესი ოთხი ექსპერიმენტი, აქედან ყველაზე ცნობილი და გახმაურებულია ექსპერიმენტი "ატლასი", რომელშიც მსოფლიოს ცნობილი ფიზიკოსები მუშაობენ და მათ შორის, ქართველი ფიზიკოსი ჯემალ ხუბუა. 
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა