ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით, ხარკოვის რადიოელექტრონიკის ნაციონალურ და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტარდება მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კომპიუტერული სისტემების პროექტირება და ტესტირება“ (IEEE EAST-WEST DESIGN & TEST SYMPOSIUM (EWDTS 2015)).
სიმპოზიუმის მიზანია გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ დარგში ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებს შორის თანამედროვე დიზაინის, დაპროექტების ავტომატიზაციის, ელექტონული სქემებისა და სისტემების გამოცდის სფეროში. სიმპოზიუმი ტარდება შავი ზღვის, ბალტიის ზღვისა და ცენტალური აზიის რეგიონების ქვეყნებისათვის.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ პროფესორები და მეცნიერები მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, კერძოდ: საქართველო, აშშ, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, იტალია, ირანი, საფრანგეთი, პოლონეთი, სომხეთი, ეგვიპტე, სლოვაკეთი, კანადა, შვედეთი, ჩეხეთი, ბელარუსი, ლიტვა.
სიმპოზიუმის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხარკოვის რადიოელექტრონიკის ნაციონალურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
უკან |