მიმდინარე წლის 9-18 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში ჩატარდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია და სკოლა-სემინარი „ლის ჯგუფები, დიფერენციალური განტოლებები და გეომეტრია“. სამეცნიერო სესიაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ იტალიელი, ჩეხი და უნგრელი მკვლევრები. საინტერესო მოხსენებების პარალელურად, გაიმართა დისკუსიები სწავლების აქტუალურ საკითხებზე, მომავალი სპეციალისტების მომზადების პერსპექტივებსა და ამოცანებზე. დაისახა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და ამოცანები. ღონისძიება მარია კიურის საერთაშორისო საგრანტო პროექტის (FP7-PEOPLE-2012-IRSES-317721) ფარგლებში ჩატარდა .
უკან |