ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მოეწყო.
რეგიონის სხვადასხვა სკოლაში დასაქმებულ კურსამთავრებულებთან შეხვედრის მიზანი ფაკულტეტისა და სკოლების თანამშრომლობის გაღრმავება, აბიტურიენტთა მოზიდვა და ამ პროცესებში ყოფილ სტუდენტთა როლის გააქტიურება იყო.
კურსდამთავრებულებს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებული პროფესორმა გულადი ფარტენაძემ და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრაზევე განიხილეს ფაკულტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე (ფიზიკა, მათემატიკა) აბიტურიენტთა მოზიდვისა და შემდგომი ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. კურსდამთავრებულებს საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები გადაეცათ.
უკან |