ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რადიოს მსოფლიო დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ინიციატივით, მსოფლიო რადიოს დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია მოეწყო. ლექციაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკის დეპარტამენტის  პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, აჭარის ტელე-რადიოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მომხსენებლებმა რადიოს ისტორია, განვითარების გზები და მისი მნიშვნელობა განიხილეს, ასევე იმსჯელეს რადიოს, სამომავლო პერსპექტივებზე.

გაეროს   გენერალური ასამბლეის მიერ 13 თებერვალი მსოფლიო რადიოს დღედ არის გამოცხადებული. ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივისმიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების ხაზგასმა და რადიოკომუნიკაციის მნიშვნელობის აღიარება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა