ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ზამთრის სკოლა სიღნაღში თემაზე: „მიკრო და ნანო სტრუქტურები“

სურათი
მიმდინარე წლის 31 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებმა მალხაზ დიმიტრაძემ, ანა სლიუსარევამ, ჯაბა შაინიძემ და ჯუმბერ გიორგაძემ მონაწილეობა მიიღეს ზამთრის სკოლაში, რომელიც მიეძღვნა თემას: „მიკრო და ნანო სტრუქტურები“. ზამთრის სკოლა ორგანიზებული იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.  
 
სკოლის ფარგლებში ჩატარდა ლექციები კვანტურ მექანიკასა და გამოყენებით ფიზიკაში. ჩატარდა პრაქტიკული სამუშაოები მიკრო და ნანო სტრუქტურების კვლევაზე. ლექციებს კითხულობდნენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: თამარ ჭელიძე, თამაზ კერესელიძე და რამაზ ბოჭორიშვილი, ასევე მოწვეული ლექტორები გერმანიიდან თეიმურაზ მჭედლიძე, იტალიიდან ლორენცო მაკონი, შვეიცარიიდან ზურაბ გუგუჩიამ, ხოლო ამერიკიდან skype-ით ლექცია წაიკითხა თსუ-ს პროფესორმა ალექსანდრე შენგელაიამ.   
 
ლექციების პარალელურად ასევე ჩატარდა გუნდური შეჯიბრება მზის ელემენტის პროტოტიპის შექმნაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით დაასრულა.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა