ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ბათუმის მეცნიერების კვირეული“

სურათი

2016 წლის 15-19 თებერვალს ბიბლიოთეკის „ამერიკულმა კუთხემ“ ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ,,ბათუმის მეცნიერების კვირეულს’’ უმასპინძლა. ერთკვირიანი ღონისძიება მოიცავდა პროგრამირების კურსს, სემინარს გარემოს დაცვის საკითხებზე, კინოჩვენებებს. მეცნიერების კვირეული გამოფენით დასრულდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა სამეცნიერო პროექტები წარმოადგინეს, გამოფენაზე სტუდენტები გაეცნენ ამერიკაში სწავლის შესაძლებლობებსაც, გაიმართა ვებჩატი სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკან კენ უოლშთან, რომელმაც საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა