ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სეზონური სკოლა - „რადიაციული მედიცინა XXI საუკუნეში, ტენდენციები, გადაწყვეტის გზები“

სურათი

12-17 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ სეზონურ სკოლას ესწრებოდნენ თემაზე: „რადიაციული მედიცინა XXI საუკუნეში, ტენდენციები, გადაწყვეტის გზები“.  ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებმა ნიკა თავართქილაძემ, მაია ბოლქვაძემ, მარი შაქარიშვილმა და რეზო თუმანიძემ მნიშვნელოვანი ინფორმაცია  მიიღეს რადიაციული საფრთხეებისა და პრევენციული ზომების შესახებ.  სტუდენტებს ლექციები უცხოელმა პროფესორებმა და მოწვეულმა სპეცილისტებმა ჩაუტარეს, მათ შორის: მადან რეჰანი - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, დარიელ ფიშერი - შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, სორენ მათსონი - სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო ორგანიზაციის 2013 წლის პრემიის „Outstanding contributions over the last 50 years“ ლაურეატი.  სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დიკუსიებსა და გამოკითხვებში.

სეზონური სკოლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა