ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, გულადი ფარტენაძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნუგზარ ღომიძემ ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამართულ საჯარო ლექციებში მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. დაჯილდოვდნენ აკადემიური პირებიც, რომლებმაც საჯარო ლექციების ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს: იზოლდა ჯაბნიძე, ლალი კალანდაძე, ნუგზარ ღომიძე, დალი მახარაძე, ზებურ ავალიანი, ანზორ ბერიძე, მაია ძაძამია, თენგიზ ხინიკაძე, მიხეილ დონაძე, ციცინო სარაჯიშვილი და ზაზა დავითაძე.
საჯარო ლექციები ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა. ლექციებში, სტუდენტებთან ერთად, ბათუმისა და ქედის რაიონის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
უკან |