2016 წლის 6-8 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის ჰასეტტესეს და ჩანაქკალეს 18 მარტის სახელობის უნივერსიტეტების მათემატიკის დეპარტამენტებში მოხსენენებები წაიკითხეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის დოქტორანტებმა ნინო ცინარიძემ და გიული თავდგირიძემ. სტუდენტთა მოხსენებები სადოქტორო ნაშრომს შეეხებოდა და თურქ კოლეგებს ნაშრომში მიღებული შედეგები გააცნეს. დოქტორანტთა სამეცნიერო ხელმძღვანელია იაშა დიასამიძე.
უკან |