22 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრისა და ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი ჩატარდა პირველკურსელთათვის. წარმოდგენილი სამი მომხსენებლიდან საპრიზო I- ადგილი მარიამ გუბელიძემ დაიკავა თემით „კარნოსცხრილები“ ,ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ომარ გივრაძე. II - ადგილი დავით გახოკიამ თემით „Remix OS თანამედროვე ოპერაციული სისტემა“, ხელმძღვანელი - ასისტენტ პროფესორი გრიგოლ კახიანი. III - ადგილი ლევან დავითაძემ, თემით „მინიმუმის და მაქსიმუმის ცნებები გეომეტრიაში“, ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ანზორ ბერიძე. გამარჯვებული თემის ავტორი მარიამ გუბელიძე მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა საფაკულტეტო კონფერენციაში.
უკან |