1-3 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჯემალ ხუბუას საჯარო ლექცია: „მიკრო სამყაროს ფიზიკა - თანამედროვე ფიზიკის ყველაზე კვლევადი ნაწილი“.
ჯემალ ხუბუა ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN-შვეიცარია) ექსპერიმენტ ATLAS-ის ქართული ჯგუფის ლიდერი, 300-ზე მეტი შრომების ავტორი, მათ შორის „ჰიგსის ნაწილაკის“ აღმოჩენის შესახებ გახმაურებული შრომის თანაავტორია. საჯარო ლექციათა ციკლი „განათლების საკითხებზე’’ აჭარის ა .რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ლექციებს ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, სტუდენტები, ლექტორები და დაინტერესებული პირები. პროფესორ ჯემალ ხუბუას ლექციებმა დამსწრე საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მოსწავლეებში, დიდი ინტერესი გამოიწვია.
უკან |