შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის FR-152-9-240-14 ( მეცნ. ხელ-ლი პროფესორი ნ.ღომიძე) მეცნიერ- თანამშრომელი მირანდა ხაჯიშვილი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ‘’ჰორიზონტი 2020’’-ის სემინარზე იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანს საქართველოს მეცნიერებისათვის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ევროკომისიიდან, რომლებმაც პროგრამა ‘’ჰორიზონტი 2020’’-ის დაფინანსების მოპოვებისა და საერთო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს. აგრეთვე, ექსპერტებმა ქართველ მეცნიერებს ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) მხარდაჭერისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების გააქტიურების მექანიზმები გააცნეს ‘’ჰორიზონტი- 2020’’ შესაძლებლობის გამოყენების მიზნით და ბიზნესსა და მეცნიერებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების კონტექსტში.
უკან |