ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი პრაღაში

სურათი

  ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი მირანდა  ხაჯიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ  ქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმი  ნახევარგამტარული მოწყობილობებისა და ინტეგრალური წრედების საკითხებს მიეძღვნა  (ISPSD) და ელექტრონიკისა და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის (IEEE) მიერ იყო ორგანიზებული.
28-ე საერთაშორისო სიმპოზიუმზე მირანდა ხაჯიშვილმა კონფერენციაზე  მოხსენება  წარადგინა  სახელწოდებით: ,,სიგნალის სპექტრის დამოუკიდებლობა გენერირებული ფსევდო–შემთხვევითი იმპულსების რაოდენობაზე“  თანამომხსენებლები (ნ. ღომიძე; ი. ჯაბნიძე, კ. მახარაძე). მომხსენებელი დაჯილდოვდა სერთიფიკატით და სიმპოზიუმზე წარდგენილი მოხსენება აისახება სიმპოზიუმის მასალებში.

ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი მირანდა  ხაჯიშვილი სიმპოზიუმში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2016 წლის ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების ფარგლებშიმონაწილეობდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა