ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორის ტრენინგი პედაგოგიკის საკითხებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პედაგოგიკის  დოქტორის რ. ჯეფერსონ ჯორჯის  ტრენინგი გაიმართა. შეხვედრა პედაგოგიკის საკითხებსა და სწავლების ფილოსოფიას შეეხებოდა და მასში ბსუ-ს 9 ფაკულტეტის 30-მდე წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას.

ტრენინგის მიზანი აკადემიური პერსონალისათის  21-ე საუკუნეში ამერიკაში აპრობირებულ სწავლებისა და პედაგოგიკის  ისეთი საკითხების გაცნობა იყო,  როგორიცაა: სტუდენტთა მოტივაცია და ჩართულობა, ეფექტური პრეზენტაცია, მოსწავლეთა შესაძლებლობების შეფასება, შედეგზე ორიენტირებული სწავლების კურიკულუმის განვითარება, დიდი და მცირე აუდიტორიის მართვა, პედაგოგის თვითშეფასება და სწავლების ფილოსოფია, პირველი ლექცია, სხვა.

ტრენინგი პედაგოგიკის საკითხებში პროფესორ-მასწავლებლებისათვის ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ტრენინგ ცენტრ ‘’ნოუ ჰაუ-ს’’ ინიციატივით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა