ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტამბულში განახლებად ენერგიაზე

სურათი

28-31 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ბსუ-ს ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი მირანდა ხაჯიშვილი მონაწილეობდა.  სამეცნიერო კონფერენცია  განახლებადი ენერგიის სიტემებს ეძღვნებოდა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 392-მა  მომხსენებელმა წარადგინა სამეცნიერო კვლევები.

მირანდა ხაჯიშვილი  კონფერენციაზე  წარსდგა მოსხენებით: ‘’ოპტიკური სიგნალის სიხშირული ზოლის შეფასება შემთხვევითი ფაზური ეკრანის სტატისტიკური მომენტებით.’’  მოხსენება ასახავდა  სამეცნიერო ნაშრომის „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე” ფარგლებში  (მეცნიერ–ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე) შესრულებული კვლევების შედეგების ნაწილს.

ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი მირანდა ხაჯიშვილი კონერენციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2016 წლის  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაემგზავრა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა