1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში (დანართი 2).
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:
ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი.
ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;
3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);
გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ასლს;
ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებულია 91 და მეტი ქულა (დეკანის მიერ დამოწმებულს);
ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;
ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).
4. საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ კონკურსანტის მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);
გ) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;
დ) თუ კონკურსანტის დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;
ე) თუ კონკურსანტის აქვს ფინანსური დავალიანება.
5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში 2016 წლის 24 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით.
ბ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 05 ნოემბრის შემდეგ.
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია 4 (ოთხი) სახელობითი სტიპენდია:
1. შოთა რუსთაველის სახელობის
2. ხუსეინ ნაკაიძის სახელობის
3. დურსუნ ბალაძის სახელობის
4. ხუსეინ ხალვაშის სახელობის
დანართი 1დანართი 2
დანართი 3
უკან |