ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მატემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ კიბეროლიმპიადაში „კიბერკუბი 2017“. ოლიმპიადა მიზნად ისახავდა კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებას, პოპულარიზაციასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას. ღონისძიება მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და იუსტიცის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |