ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვეკუას თასი პროგრამირებაში - 2017

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებულად იასპარეზა ცნობილი ქართველი მათემატიკოსის, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო შეჯიბრებაში პროგრამირებაში. ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გუნდურ შეჯიბრში ორი გუნდით იყვნენ წარდგენილი, რომლის ერთერთმა წევრმა გოჩა ხოზრევანიძემ პირად პირველობაში სპეციალური დიპლომი აიღო. თბილისში, 28-29 ოქტომბერს გამართულ პირველობაში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100-მდე გუნდმა მიიღო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა