2017 წლის 4-5 დეკემბერს, ბანგკოგში, ტაილანდში გაიმართება მე-6 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე თემები ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევებში“.
მიმდინარე წლის 16-29 ოქტომბერს ჩატარდება ხელოვნების პროექტი „კულტურათაშორისი ხელოვნების ლაბორატორია“ გერმანიის კუნძულ იუსტზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს 18 დან 27 წლამდე;
შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.
საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანამედროვე ბერძნული ენისა და კულტურის შესასწავლად.
დაიწყო კონკურსი გერმანიაში EFD სტიპენდიისათვის, რომლის მეშვეობითაც ორ ქართველ სტუდენტს ეძლევა საშუალება 10 თვის განმავლობაში უფასოდ ისწავლოს Passau-ს უნივერსიტეტში და მიიღოს თვიურად 660 ევრო.