ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ გაიხსნა. ხუთი სექციის მიმართულებით  ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მოხსენებებს წარმოადგენენ ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგებზე. კონფერენციაში 15 ქართული და 7 უცხოური უნივერსიტეტის 125 წარმომადგენელი მონაწილეობს. საიუბილეო ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს წარმატებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა. კონფერენციის მონაწილეებმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს  25 წლის იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

  • ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
  • დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში;
  • ფინანსური ეკონომიკა;
  • განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია;
  • COVID 19-ის გავლენა ეკონომიკაზე;
  • გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები;
  • სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები; რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
  • ბიზნესის განვითარების პრობლემები;
  •  ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები;
  • სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში;
  •  ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.

 

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის, ლატვიის საინფორმაციო სისტემების მართვის უნივერსიტეტის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ჟურნალი „ეკონომიკა, ეკოლოგია, სოციუმის“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ინოვაციური ეკონომიკა  და მართვის“ ორგანიზებით იმართება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა