
აჭარის დასაქმების სააგენტო მიზნობრივი ქვეპროგრამის „საკვანძო კომპეტენციების განვითარების“ ფარგლებში შეხვდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
საკვანძო კომპეტენციების განვითარება ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთათვის და მათთვის ვისაც სურს კონკრეტული მიმართულებებით შრომის ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი, მულტილინგვური და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
ცალკეული მიზნობრივი ჯგუფისთვის, თანამედროვე მეთოდოლოგიით სპეციალურად შემუშავებული სასწავლო კურსები და სწავლების ჰიბრიდული მოდელი, მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, უმოკლეს პერიოდში დაძლიან ბარიერები რომელიც ხელს უშლით მათ შრომის ბაზარზე მდგრად დამკვიდრებას ან/და შემდგომ კარიერულ განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა სწავლების ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო
რატომ ღირს ჩართვა?
- გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარს რეალურ სამუშაო გარემოში
- შეისწავლით დარგობრივ ტერმინოლოგიას უცხო ენაზე
- გაერკვევით პროფესიულ ტექსტებსა და კომუნიკაციის სტანდარტებში
- მიიღებთ ცოდნას, რომელიც მოერგება თქვენს პროფესიას
რეგისტრაცია https://skills.hrajara.gov.ge/registration/
ვებ გვერდი : skills.hrajara.gov.ge
| უკან |




