
მესამე მისიის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „ქართული ბიზნესი - გამოწვევები და პერსპექტივები”. კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის პირველკურსელები (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლეილა ცეცხლაძე) და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X კლასის მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო გეგმის ფარგლებში სწავლობენ მეწარმეობას (ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ირინა თავაძე).
სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მეწარმეობის სასწავლო კურსის ფარგლებში წარმოადგინეს აქტუალური და საინტერესო პრეზენტაციები თემებზე: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, როგორც წარმოების ფაქტორები; ბიზნეს იდეები ბათუმის მაგალითზე.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
| უკან |





