ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საკონკურსო ჟიურიმ (ასოცირებული პროფესორი ლელა ონიანი, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია,  მოწვეული მასწავლებელი, დოქტორანტი ჯემალ ანანიძე, ასისტენტ პროფესორი ნანული მახარაძე და სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი) შვიდ ნაშრომს შორის საუკეთესო მოხსენებები გამოავლინა. პირველი ადგილი საუკეთესო ნაშრომის ავტორმა, მენეჯმენტის III კურსის სტუდენტმა სოფო კეკელიძემ დაიკავა თემით: „დროის განაწილება სტუდენტებში“, ხელმძღვანელი პროფესორი ასიე ცინცაძე. მეორე ადგილი მოიპოვა მარკეტინგის III კურსის სტუდენტმა დავით ფარტენაძემ ნაშრომით: „მარკეტინგი 21-ე საუკუნის საქართველოში“, ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ნანული მახარაძე და მესამე ადგილი  მენეჯმენტის II კურსის სტუდენტმა ნათია კონცელიძემ ნაშრომით: „ადგილობრივი თვითმართველობის გარანტიებისა და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს შორის შესაბამისობის პრობლემა“, ხელმძვანეკლი პროფესორი გელა მამულაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა