სამეცნიერო სემინარის თემა: ეთნოეკოლოგიის ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრობლემები, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თამილა ლომთათიძე, 2 მაისი, 12:00 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა
26 აპრილი 2018 წელი
გარემოსთან ადამიანის ადაპტაციის მექანიზმები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ერგებოდა კონკრეტულ საცხოვრებელ პირობებს. ეს მექანიზმები ემპირიულ ცოდნასა და ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნებოდა და აუცილებელი იყო არსებულ პირობებში ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. XXI საუკუნეში, ძალზე გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობის პირობებში, თანამედროვე საზოგადოებას ესაჭიროება იმ ჭეშმარიტების გააზ-რება, რომ ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევამ, ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობებში ბზარის გაჩენამ შესაძლოა კაცობრიობა თვითგანადგურებამდეც მიიყვანოს და საჭიროა სათანადო ნაბიჯების გადადგმა ბიოსფეროს გადასარჩენად, იმ მდიდარი ეთნოეკოლოგიური გამოცდილების გაზიარება, რაც მრავალ თაობას გარემოსთან ადაპტაციის ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოუყალიბდა.
სრულად