"საპენსიო უზრუნველყოფა საქართველოში პრობლემები, პერსპექტივები" ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე 4 ივლისი 2018 15:00
4 ივლისი 2018 წელი
საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 26 წლის შემდეგ სოციალური ფონი კვლავ მძიმეა. მაღალია უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა პროცენტული წილი. დაბალია პენსია და სოციალური შემწეობები.
საქართველოში ამჟამად მოქმედებს სოციალური საპენსიო სისტემა. ე.წ. pay-as-you-go. ამჟამად არსებული დასაქმებულები აფინანსებენ პენსიონერებს. ეს თავის არსით უფრო სოციალური დახმარებაა ვიდრე პენსია.
ახლო მომავალში პენსია ვერ გახდება 300 ლარიც კი, რაც თავისთავად ასევე ძალიან მცირე თანხაა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს და რომელიც სრულყოფილად 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
სრულად