"ჰუმანიტარული კომპიუტინგის საწყისი პერიოდი (1949-1970 წწ.)" - ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რამაზ ხალვაში. სემინარი ჩატარდება 2018 წლის 6 ივნისს 14: 00 საათზე 309-ე აუდიტორიაში
გამოთვლითი ტექნიკის ჰუმანიტარულ, კერძოდ, ლინგ- ვისტურ და ლიტერატურულ კვლევებში გამოყენების იდეა იტა- ლიელ იეზიუტ მღვდელს რობერტო ბუზას (Roberto Busa, 1913-
2011) ეკუთვნის. მან მიზნად დაისახა თომა აქვინელის ციფრუ-
ლი კონკორდანსის (Index Tho- misticus) შედგენა, რომელიც დაემყარებოდა თომა აქვინე- ლის შემოქმედებას და მის მიმდევართა ტექსტებს. კონ- კორდანსში სიტყვები უნდა დალაგებულიყო მათი საწყი- სი, ძირითადი ფორმების – ლემების (lemma) მიხედვით, რაც ართულებდა ამოცანას, რადგან საანალიზო სიტყვების
რაოდენობა 11 მილიონს აღწევდა. 1949 წელს ბუზამ IBM-ის დამფუძნებელ თომას უოტსონს (Thomas J. Watson) მიმართა დახმარებისთვის. პროექტისათვის შეიქმნა ნახევრად მექანი- კური კომპიუტერული პროგრამა და დაიწყო 30-წლიანი მეგაპ- როექტის განხორციელება, რომლის დასრულებული ვერსია 56 ნაბეჭდ ტომს მოიცავს. კონკორდანსის CD-ROM ვერსია 1992 წელს გამოვიდა და დღეისათვის ინტერნეტშია განთავსებული: http://www.corpusthomisticum.org.
1960-იან წლებში კემბრიჯელმა სწავლულმა როი უისბიმ
(Roy Wisbey) კომპიუტერული ტექნოლოგიები საშუალო ზემო- გერმანული ტექსტების ანალიზისთვის გამოიყენა (უისბი 1963); ამავე პერიოდში სტივენ პერიშმა (Stephen Parrish, აშშ) შეადგინა
სრულად