იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტერნოპოლის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორმა ანდრი კრუსოვატმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით,  ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და სემინარები. მხარეთა შეთანხმებით, ასევე იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების შემუშავება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა