პირველად საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო კურსი „სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია შშმ პირებთან და მათ ოჯახის წევრებთან ერთად“. 6-11 ნოემბერს ჩატარდა ოთხდღიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის თერაპევტებმა, ფსიქოლოგიის სპეციალობის და კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა. დაგეგმილია სემინარის ხუთ ეტაპად ჩატარება.
პირველ სემინარზე განხილული იყო შემდეგი თემები:
სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის საფუძვლები (სხეულზე ორიენტირებული თერაპია).
- როგორ გაჩნდა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. თეორიული საფუძვლები.
- თანამედროვე მითები სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაზე: რომელია ფაქტები, რომელია გამოგონილი?
- სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მეთოდები. როგორ მუშაობენ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტები ?
- პრობლემური ანატომია: სხეულის ფსიქოლოგიური სიმბოლიკა.
- სხეულში დაძაბულობის კვლევა და კორექცია: ბლოკები და დაჭიმულობები.
- სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მიხედვით ფსიქოლოგიური მუშობის სპეციფიკა. დიაგნოსტიკური და თერაპევტული შესაძლებლობები.
- რესურს - ორიენტირებული მუშაობა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაში.
- სხეულებრივი პრაქტიკები: ინდივიდუალური, წყვილში, ჯგუფური.
მეორე სემინარზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
განვითარების ტრავმებთან მუშაობა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაში.
- მშობელი - შვილის ურთიერთობები (მშუ): შინაარსი, მუშაობის სპეციფიკა, შეზღუდვები.
- რეგრესის თავისებურებები ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაში.
- „რეგრესი პროგრესისთვის“. ნებელობითი და უნებლიე რეგრესი. რეგრესირებისადა რეგრესული მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებები.
- ემბრიონულ და პერინატალურ პერიოდებთან მუშაობა ტოპ - ში. მშობლის მოლოდინები; პრენატალურ პერიოდში აღმოცენებული და სხეულში განმტკიცებული პრობლემები.
- ფსიქოლოგიურ საზღვრებთან მუშაობა მშუ - ში. საზღვრების სახეები. საზღვრების ოპტიმიზაცია თერაპიულ მუშაობაში.
- სეპარაციის თემა: სეპარაციის ეტაპები, დამოკიდებულებისა და თანადამოკიდებულების პრობლემები. კონტაქტი - შერწყმა, იზოლაცია და კონტაქტი საზღვრების შენარჩუნებით.
- მშუ - ს შედეგები ზრდასრულ ცხოვრებაში.
- მუშაობა ბავშვთან და მუშაობა „შინაგან ბავშვთან.“
- მშობლების ქცევის მოდელები, აღზრდის სტილი და ბავშვის მათთან ადაპტაცია.
- გადატანისა და კონტრგადატანის სპეციფიკა მშუ - ს თემაში.
უკან |