ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,დემოკრატიული არჩევნები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება და დღევანდელობა“. სამეცნიერო სესია მიეძღვნა 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული დებულების „დამფუძნებელი კრების არჩევნების“ 100 წლის იუბილეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: 1918-1921 წლებში საარჩევნო უფლების განსაზღვრა, დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარების ხელმძღვანელი დაწესებულებები, საარჩევნო სიების ფორმირების წესი, არჩევნების მონაწილე კანდიდატთა სიის ფორმირების წესი, საარჩევნო ბარათების გაცემისა და დათვლის წესი, არჩევნების შედეგების გამორკვევის წესი, არჩევნების თავისუფლებისა და სისწორის დაცვა, დამფუძნებელი კრების არჩევნების დაფინანსება.
კონფერენცია მიზნად ისახავდა 1918 წლის ნოემბერში მიღებული დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების სამეცნიერო განხილვასა და თანამედროვებასთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე საქარველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივ-პოლიტიკური კულტურის შეფასებას.
კონფრენცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ილიაუნის პოლიტლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს პოლიტიკის მეცნიერების ასოციაციის ორგანიზებით.
უკან |