17-18-19 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ლექციები წაიკითხა თემაზე: „კომპიუტერული ტექნოლოგიები, განვითარება და შემეცნება“. მომხსენებელმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენა ბავშვის განვითარებაზე სხვადასხვა პერიოდში - ჩვილობაში, ადრეულ ასაკში, წინა სასკოლო ასაკში, შუა ბავშვობასა და გარდატეხის ასაკში; კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი და უარყოფით მხარეები.
საჯარო ლექცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |