იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„არტთერაპია ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებისათვის“

სურათი

ფსიქოლოგმა, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წევრმა ნატალია ჩირიკაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის მეორე  მოდული ჩაaტარა თემაზე: „არტთერაპია ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებისათვის“. სამდრიანი სემინარი მიზნად ისახავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ცოდნის გაღრმავებასა და მომავალი სპეციალისტების განათლებას მკურნალობის ფსიქო–სოციალურ მეთოდებში.

მძიმე და ხანგძლივი ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მათ მიმათ არსებული სტიგმის და ცრურწმენების გამო. ამ ჯგუფში მნიშვნელოვნად მაღალია საზოგადოებისგან გარიყვის ფაქტები, უმუშევრობა, სიღარიბე, სუიციდი და მათ მიმართ ძალადობა. ისინი საჭიროებენ მთელი საზოგადოების და განსაკუთრებით კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტების მხრიდან მხარდაჭერას.

სემინარი საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის ორგანიზებითა და ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა