10-13 დეკემბერს, ასტანაში, ყაზახეთის იურიდიულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, OSCE-სა სოროსის ფონდის ორგანიზებით გაიმართა IV საერთაშორისო ახალგაზრდული იურიდიული ფორუმი “ადამიანის საყოველთაო უფლებები და ნაციონალური უშიშროება“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტმა ლიანა ნიჟარაძემ. კონფერენციაში მონაწილე 40 სტუდენტის ნაშრომებს ლიანა ნიჟარაძის მოხსენებამ მესამე ადგილი მოიპოვა, რომელიც დაჯილდოვდა საერთაშორისო ხარისხის დიპლომითა და ფულადი საჩუქრით.
უკან |