იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„სტრატეგიული კავშირები ევროკავშირსა და აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებს შორის“

სურათი

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა ბაჟუნაშვილმა მონაწილეობა მიღო ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ 10 ევროპული უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმის საერთაშორისო ვორქშოპში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ერასმუს+-ის ახალი საგრანტო პროექტის "სტრატეგიული კავშირები ევროკავშირსა და აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებს შორის“ ფარგლებში საერთაშორისო ურთერთობებსა და ევროპისმცოდნეობაში ერთობლივი სამაგისტრო კურიკულუმის შემუშავება და მათი პარტნიორ უნივერსიტეტებში დანერგვა (Strategic Bridges between the European Union and the Eastern Neighborhood – development of MA curricula in International Relations and European Studies in Partner Countries HEI’s).

ვორქშოპის მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს საპროექტო წინადადება, რომელიც 2019 წლის თებერვალში დაფინანსების მოპოვების მიზნით წარედგინება ევროკომისიას.

ვორქშოპში კონაწილეობდა შემდეგი უნივერსიტეტები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზალცბურაგის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, ლვოვის ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა