იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტი გიორგი მახარაძე საქართველოს პარლამენტის კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი გიორგი მახარაძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. გიორგი მახარაძემ შეიმუშავა კანონპროეტი „საქართველოს კანონი კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება) მოსარგებლე მგზავრთა მომსახურების  შესახებ“, რომლის მიზანია სამგზავრო სტანდარტების დამკვიდრება. კანონპროექტი ხელს შეუწყობს, ხარისხიან, უსაფრთხო, კომფორტულ  მომსახურებას და მგზავრის, გადამზიდავის უფლებების დაცვას.

კონკურსი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში „პარლამენტი შენი მეგობარი“ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ ნებისმიერ თემაზე საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა და კანონპროექტი.

კონკურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა