იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მურმან გორგოშაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

სურათი

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მურმან გორგოშაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.    ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც ბატონ მურმანს  იუბილე მიულოცეს და  მის ღვაწლსა და მიღწევებზე ისაუბრეს. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა პროფესორ მურმან გორგოშაძეს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი გადასცა.

მურმან გორგოშაძე 1987 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლა – უნივერსიტეტი), გაიარა გზა მასწავლებლობიდან სრულ პროფესორობამდე. წლების განმავლობაში იყო აკადემიური საბჭოს წევრი, იყო ფაკულტეტის დეკანი 1992-2004 წლებში, ასევე, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრის გამგე, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.  დღეს იგი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორია. აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისთვის მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, პარალელურად იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.

მურმან გორგოშაძის უდიდესი დამსახურებაა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული სკოლის წარმატებული ფუნქციონირება და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი რეიტინგი.   

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა