ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ექვსმა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროში. სტუდენტები ბიუროს მუშაობის პრინციპს გაეცნენ და ყოველდღიურ სამქმიანობაში მონაწილეობდნენ. სტაჟირების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მოწვეული იყო ბიუროს უფროსი ქალბატონი იამზე ზანდარაძე. იმიტირებული სასამართლო პროცესის მეშვეობით სტუდენტებს საშუალება მიეცათ სტაჟირების პერიოდში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება წარმოჩენათ.
უკან |