იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„საქართველოს დამფუძნებელი კრება და ბათუმის ოლქის საკითხი“

სურათი

უნივერსიტეტში საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა თემაზე: „საქართველოს დამფუძნებელი კრება და ბათუმის ოლქის საკითხი“. სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა სესიაზე დამფუძნებელი კრების მუშაობის ამსახველი მოხსენებები წარმოდგინეს. კერძოდ, განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: საქართველოს დამფუძნებელი კრება და სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის საკითხი, ბათუმის ოლქის კომისრები, ავტონომიის კონსტიტუციური პრინციპების განსაზღვრა საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ, საქართველოს პირველი პარლამენტის ევროპული მოდელი და იმდროინდელი პოლიტიკური პრესა, დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომა.

სამეცნიერო კონფერენცია კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა