იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბათუმის მე-16 საჯარო ბაღში აუტიზმის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტების მონაწილეობით და მოწვეული სპეციალისტის მარინა მასხულიას ხელმძღვანელობით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე აუტისტი ბავშვის მშობლებმა ისაუბრეს ამ სპეციფიკური სამედიცინო და ფსიქოლოგიური პრობლემებსა და იმ თავისებურებებზე, რომელიც დაკავშირებულია არამ მარტო ოჯახთან, სპეციალურ დაწესებულებებთან, არამედ მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობასა და აუტისტი ბავშვების დახმარებასთან. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ფსიქოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტების პროექტი. 6 თვის განმავლობაში ახალგაზრდები ანაზღაურების გარეშე ყოველდღიურად მუშაობდნენ საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის აუტისტ ბავშვებთან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა