იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფსიქოთერაპიული პროგრამის „ბიოსინთეზის“ ფარგლებში სემინარი ტარდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვეიცარიული სასწავლო ფსიქოთერაპიული პროგრამის „ბიოსინთეზის“ ფარგლებში სამდღიანი სემინარი ტარდება. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართული არიან ბსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრები,  ფსიქოლოგიის კლინიკის თერაპევტები,    ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულები. ტრენერი, ესპანელი ფსიქოთერაპევტი,  ბიოსინთეტიკოსი პაზ კარდინი სემინარის მონაწილეებს თანამედროვე ფსიქოთერაპიის მიმდინარეობის აქტუალურ საკითხებს და მუშაობის სპეციფიკას აცნობს.

საერთაშორისო 3 წლიანი შვეიცარიული სასწავლო ფსიქოთერაპიული პროგრამა "ბიოსინთეზი" საქართველოში პირველად ტარდება. პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატს და ლიცენზიას ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ საინტერესო დარგში - ბიოსინთეზში საქართველოდან გაუსვლელად. პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ ქართველი და უცხოელი ფსიქოლოგები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა