იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„უკრაინა სამართლებრივი სისტემის რეფორმირების პირობებში: თანამედროვე რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება“

სურათი

2019 წლის 4-6 აპრილს, უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში, ნაციონალური ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „უკრაინა სამართლებრივი სისტემის რეფორმირების პირობებში: თანამედროვე რეალობა და საერთაშორისო გამოცდილება“. საინფორმაციო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წარადგინეს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა, დოქტორანტმა ნიკოლოზ მეგერელიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმოამდგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ტერნოპოლის  ნაციონალური ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ ანდრეი კრისოვატისთან და იურიდიული ფაკულტეტის დეკან სერგეი ბანახთან. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საზაფხულო სკოლების, კონფერენციებისა ჩატარებასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა